მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ თავის გუნდში ახალი წესი შემოიღო. ტიტულოვანი მწვრთნელი მკაცრად გააკონტროლებს "ქალაქელთა" მოთამაშეების წონას საშობაო პერიოდში. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის ვინც მოიმატებს 3 კილოგრამზე მეტს, განაცხადს მიღმა დარჩება.
"ფეხბურთელების წონის ცვლილებას მკაცრად გავაკონტროლებ. შეუძლიათ მიირთვან, რაც მოესურვებათ, თუმცა ის, ვინც მოიმატებს სამ კილოგრამზე მეტს, დაბრუნდება სახლში და არ ითამაშებს. დიახ, ის განაცხადს მიღმა დარჩება."
ეტიჰადის ბინადრების უახლოესი განრიგი ასეთია - 27 დეკემბერს გასვლითი მატჩი ნოტინგემ ფორესტთან, 2026 წლის დასაწყისში კი 2 იანვრისა და 7 იანვრის შუალედში 3 შეხვედრა სანდერლენდთან, ჩელსისა და ბრაიტონთან.









