პარიზთან მოგებული მატჩის შემდეგ, პსჟ-ს ფეხბურთელებმა თავიანთი გულშემატკივრის წინაშე ყველა ის ტიტული წარადგინეს, რომელიც 2025 წელს მოიგეს.
მოგეხსენებათ, გასულ წელს პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
ამ ისტორიული წლის მონაწილე კი მარკინიოსი იყო, რომელმაც გუნდს უკაპიტნა და თასები აღმართა.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის მცველს თავის კარიეაში უკვე 31 ტიტული აქვს მოგებული, რითიც საუკეთესო ხუთეულშია შესული.
ყველაზე მეტი ტიტულები ისტორიაში
| ფეხბურთელი | ტიტულები |
| ლეო მესი | 48 |
| დანი ალვეში | 43 |
| ანდრეს ინიესტა | 39 |
| მარკინიოსი | 38 |
| სერხიო ბუსკეტსი | 38 |









