ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა ნაპოლისთან შეხვედრა შეაფასა. მატჩი, რომელშიც მისი გუნდი დამარცხდა (1:2), თავად ფორვარდმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა. სერბი შემტევი სწორედ ამ საკითხს შეეხო და "ბიანკონერის" ქომაგებს შეპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
"ვწუხვარ გამოუყენებელი მომენტების გამო. თუ მინდა სხვა საფეხურზე გადასვლა, გოლის გატანა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შევძლო. სამწუხაროა, რომ ჩემი შეცდომების გამო, იუვემ ვერ მოიგო. მთელი კვირა ვვარჯიშობდი იმისთვის, რონ ნაპოლის კარი ამეღო, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა", - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს 27 ტურის შემდეგ, ტურინული გუნდი 57 ქულით მეორე ადგილზე არის. მილანის ინტერნს 12 ქულით ჩამორჩება და იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ჩემპიონატის ლიდერი დღეს ჯენოასთან მოიგებს, სხვაობა 15 ქულამდე გაიზრდება. "ბიანკონერის" შემდეგი მეტოქე ბერგამოს ატალანტა იქნება.











