პარის სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური თავდამსხმელი დედაქალაქურ კლუბში თამაშობდა 2017-2024 წლებში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ფრანგმა ფორვარდმა ვერ შეძლო. მისი წასვლის შემდეგ, პსჟ მთავარი საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორი პირველივე სეზონში გახდა.
"ვნანობ, თუ არა მბაპეს პარის სენ-ჟერმენიდან წასვლას? არა, თუმცა მას ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. მან კლუბისთვის ყველაფერი გაიღო. კილიანის გარდა, მადლობა მინდა მოვუხადო მესის, იბრაჰიმოვიჩს, ნეიმარსა და პსჟ-ს სხვა ყველა ყოფილ მოთამაშეს.
ფრანგ თავდამსხმელს ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოწინააღმდეგე რეალი არ იქნება. საბედნიეროდ, გასულ სეზონში იღბალი იყო ჩვენს მხარეს, მადრიდელთა ფორვარდის გარეშეც."









