რეალ მადრიდის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პარის სენ-ჟერმენზე ისაუბრა. ვარსკვლავური შემტევი გამოეხმაურა თავისი ყოფილი გუნდის ჩემპიონობას და ამის გარდა, ფრანგმა ფორვარდმა უპასუხა კითხვას: ნანობს, თუ არა ის პსჟ-ს დატოვებას?
"ზედმეტად ადრე ხომ არ დავტოვე პარის სენ-ჟერმენი? არა, ამ გუნდში ჩემი ისტორია დასრულებულია. არ ვგრძნობ სიმწარეს იმის გამო, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ჩემს გარეშე მოიგო. ეს ბედისწერაა და ყველაფერი ნამდვილად ასე უნდა მომხდარიყო. გამიხარდა მათი მოგება, ეს დამსახურებული ჩემპიონობა იყო.
პარიზელები იმსახურებდნენ ტიტულს, იმ ყველაფრის მერე, რაც ამ გუნდმა გამოიარა. ვინ მოიპოვებს ოქროს ბურთს? ფავორიტი არის ორი - დემბელე და იამალი, მე ხმას პირველს მივცემ. ვუყურე, თუ არა ფინალს? დიახ, ჩემს მეგობრებთან და ბიძაშვილთან ერთად."









