"ფორმულა 3-ში ვერსტაპენი უკვე ძალიან კარგი იყო, მამამისთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქსის მომავალზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ჩვენ მაშინ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ფორმულა 1-ში მიგვეცა ადგილი, რაც რედ ბულმა გააკეთა ტორო როსოს დახმარებით."
"მომავალ სეზონში ვაკანტური ადგილი გვაქვს და რა თქმა უნდა, მაქსი პირველი არჩევანია, თუმცა, ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ,ვერსტაპენი მერსედესის მრბოლელი გახდება" - განაცხადა ტოტო ვოლფმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის სეზონიდან ლუის ჰემილტონი მერსედესს დატოვებს და კარიერას ფერარიში გააგრძელებს - მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.











