საქართველოსთან ნათამაშები 2:2 მატჩის შემდეგ კომენტარი ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმარან ბენ შიმონმა გააკეთა.
"ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშეთ, ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. იმედგაცრუებული ვარ, რომ კვარაცხელია ვერ შევაჩერეთ, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა.
საქართველოს ნაკრებს კარგი და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, ამ შედეგს ვიმსახურებდით. შეიძლება, ოდნავ მეტსაც.
ჩვენ და საქართველო განსხვავებული ნაკრებები ვართ. საქართველოს უფრო სწრაფი მოთამაშეები ჰყავს, ჩვენ კი პოზიციურად კარგად ვთამაშობთ.
მათმა პირველმა გოლმა ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა მთლიანობაში, რა გეგმაც გვქონდა, შევასრულეთ და ისრაელის ნაკრებმა თავისი ხასიათი გამოავლინა", - განაცხადა ისრაელის მწვრთნელმა.









