ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლუიშ ნანიმ განაახლა საფეხბურთო კარიერა და აქტობეს შეუერთდა. ვეტერანმა შემტევმა 2026 წლის ბოლომდე გააფორმა "წითლებთან" კონტრაქტი. პორტუგალიელი ვინგერის ფორმაზე ისაუბრა ყაზახური გუნდის თავკაცმა, ნიკოლაი კოსტოვმა.
"ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენს ნანი. ის დიდი ფეხბურთელია, თუმცა თამაშისთვის ამ ეტაპზე მზად არ არის. მისი მაქსიმუმი ჯერჯერობით მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება იქნება. ლუიში უნდა ადაპტირდეს ყაზახურ ფეხბურთთან, მინდორთან, ფანებთან.
პორტუგალიელი შემტევის ტრანსფერი არ არის უბრალოდ კომერცია. ის ნამდვილი პროფესიონალია, ვინც აქტობეს აუცილებლად გააძლიერებს, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. იმედი მაქვს, იუნაიტედის ექს-ვინგერს ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში ვიხილავთ. "









