მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ წარსულიდან დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, თანამედროვეობაში ყოველ სეზონში 50 ბურთს გაიტანდა. ესპანელი სპეციალისტისთვის ასეთი მოთამაშე რობი ბაჯო არის.
"ერთი პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ბაჯო თანამედროვე ფეხბურთში ყოველ სეზონში 50 გოლს გაიტანდა. ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ სპეციალისტთან, მათ შორის ჩემთანაც. რობი ნამდვილი ფენომენი იყო. დიახ, მეტოქის კარის აღება იმ დროს უფრო რთული იყო."
შეგახსენებთ, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში ჩაატარა 699 მატჩი, რომელშიც 318 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს ის თამაშობდა იუვენტუსში, მილანში, ინტერში, ფიორენტინაში, ბოლონიაში, ვიჩენცასა და ბრეშაში, რომელშიც 2001-2003 წლებში მისი თანაგუნდელი სწორედ ესპანელი შუახაზელი იყო.









