მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა გამთამაშებელმა, პოლ სქოულზმა ლივერპულის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, თუ რამხელა დანაკლისია მერსისაიდელებისთვის ალისონ ბეკერის არყოფნა. შეგახსენებთ, მისი ტრავმიანობის პერიოდში ინგლისური გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს.
"ალისონის არყოფნა ლივერპულისთვის უდიდესი დანაკლისია. ვხედავთ, თუ რამხელა როლი უკავიათ მეკარეებს თანამედროვე ფეხბურთში და გამონაკლისი არც ბეკერია. არ ვამბობ, რომ მამარდაშვილი ცუდი გოლკიპერია, უბრალოდ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს მერსისაიდელთა კარში წასული ყველა დარტყმა - გოლია.
"
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ "წითლების" მაისურით მიმდინარე სეზონში ჩაატარა ექვსი მატჩი, რომელშიც ცხრა გოლი გაუშვა. გიორგისთან ერთად ენფილდის ბინადრებმა მოიგეს ორი შეხვედრა, ოთხი კი წააგეს.









