ფრანგების თავკაცმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მბაპეს არ გამოძახება მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილება იყო.
მბაპემ მიზეზად ტრავმა დაასახელა, თუმცა ზუსტად 3 დღეში რეალის მაისურით ითამაშა. გამოდის, რომ მბაპემ ფრანგები მოატყუა. როგორც ჩანს, კილიანს დეშამთან კონფლიქტი აქვს და მისი ნაკრებში არ თამაშის რეალური მიზეზი ესაა.
სანამ საფრანგეთის ნაკრები შეკრებაზეა, კილიანი თავისუფალ დროს პარიზში ატარებს. მან თავისი მეგობარი, პსჟ-ს მცველი ჰაკიმი მოინახულა და სხვა მეგობრებთან ერთად პადელი ითამაშა.
მბაპე საფრანგეთში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდება, რის შემდეგაც მადრიდში დაბრუნდება და საწვრთნელ პროცესს განაახლებს.









