მასპინძლებმა მატჩი კარგად დაიწყეს, შეხვედრის მე-6 წუთზე, სამუ ჩუკვუეზეს გადაცემის შემდეგ კრისტიან პულისიკმა მორიგი გოლის გატანა მოახერხა. ამ გოლიდან მალევე კი მილანმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. იასინ ადლის კუთხურს ოლივიე ჟირუს თავური მოჰყვა და ანგარიში 2:0 დაფისქირდა. ტაიმის ბოლოს, მთავარმა არბიტრმა ნიკოლა კრსოვიჩი მოედნიდან უხეშობისთვის გააძევა.
მეორე ტაიმში მილანმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა - იასინ ადლიმ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა, თავი კი რაფა ლეაომ გამოიჩინა.
საბოლოო ანგარიში 3:0 და პიოლის გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ 68 ქულას აგროვებს.










