თუმცა ხვიჩას ნეაპოლურ კლუბთან კოტნრაქტი 2027 წლამდე აქვს და დე ლაურენტისი არათუ მის გაშვებას, არამედ ახალი კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს.
კვარაცხელიას მომავალი მხოლოდ ერთ რამეზე იქნება დამოკიდებული - გუნდის შედეგებზე. თუ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდა, კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის ალბათობა გაიზრდება.
ქართველის მიზანი ამ ტურნირზე სისტემატიური თამაში და თავის გამოჩენაა. მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე კლუბებისგან შემოთავაზება უკვე აქვს.
25 ტურის შემდეგ, ნაპოლის 37 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის ზონას ისინი 11 ქულით ჩამორჩებიან.









