როგორც მოსალოდნელი იყო, პეპ გვარდიოლას გუნდი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, პირველ 22 წუთში ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა და თამაშის ინტრიგა მოკლა.
მეორე ნახევარში "სიტი" ასევე დიდ უპირატესობას ფლობდა, თავისი გოლი როდრიმაც გაიტანა, ბოლოს კი "ბარნლიმ" პრესტიჟის გოლი გაიტანა. ქალაქელებმა 3:1 გაიმაჯვეს და დაგეგმილი 3 ქულა ჩაიწერეს.
21 ჩატარებულ შეხვერაში "მანჩესტერ სიტის" 46 ქულა აქვს, მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ "ლივერპულს" ჩამორჩება.

დაგეგმილი 3 ქულა ჩაიწერა "ტოტენჰემმაც", თუმცა ამისთვის საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია. მე-15 წუთზე "ბრენტფორდი" დაწინაურდა, "ტოტენჰემი" კი პირველ ტაიმში თავის თავს არ ჰგავდა.
სამაგიეროდ, მეორე ნახევარი კარგად დაიწყეს და საწყის 10 წუთში 3 გოლი გაიტანეს. ანგარიში უდოჯიმ გაათანაბრა, რასაც ჯონსონოსა და რიჩარლისონის გოლები მოჰყვა.
67-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა ქულის ასაღებად ეს საკმარისი არ გამოდგა, "ტოტენჰემმა" 3 ქულა მოიპოვა და პრემიერ ლიგის ცხრილში 43 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.









