ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა 21 წლის ვახო ბედოშვილია, რომელიც მესამე ლიგელი ორბის საკუთრებაა და იჯარის წესით გარეჯში თამაშობს.
სეზონის პირველ ნახევარში ბედოშვილმა გარეჯს ულიდერა და არაერთი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა. ბედოშვილი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებშიც იყო გამოძახებული.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, რამდენიმე კვირის წინ მას რეალური შეთავაზება ჰქონდა თურქეთის ჩემპიონატიდან, თუმცა ორბიმ ეს შეთავაზება დაბლოკა.
შემოთავაზება იყო პოლონეთის ჩემპიონატიდანაც და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ბედოშვილს სწორედ პოლონეთში უნდა ეთამაშა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და დიდი ალბათობით, ის რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ითამაშებს.
თავად ფეხბურთელი და მისი მხარე ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლაზე თანახმაა, ჯერი ორბიზეა. თუ კლუბი ამ შეთავაზებას დათანხმდება, მაშინ ბედოშვილის რუსეთის ჩემპიონატში გადასვლას წინ არაფერი დაუდგება.









