როგორ შეიცვალა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება ათწლეულების მიხედვით? წარმოგიდგენთ თითოეული დეკადის ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებას და ათვლას ვიწყებთ 70-იანებიდან, როდესაც პირველი მილიონიანი ტრანსფერები განხორციელდა.
1970-იანი წლების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი არის პაოლო როსი, რომლის სანაცვლოდ ტურინის იუვენტუსმა ვიჩენცასგან მიიღო თანხა, რომელიც დღეს, 2.65 მილიონი ევროს ექვივალენტურია. 80-იანები: ისევ კალჩო, ამჯერად რუდ გულიტის გადასვლა პსვ ეინდჰოვენიდან მილანში, 6.75 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
1990-იანები - პერიოდი, როდესაც სერია ა-მ მიაღწია თავის მწვერვალს და სატრანსფერო რეკორდიც შესაბამისია, კრისტიან ვიერი რომის ლაციოდან მილანის ინტერში, 46.48 მილიონი ევროს სანაცვლოდ. გადავინაცვლოთ 21-ე საუკუნეში, რომლის პირველ დეკადაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ მოგვევლინა.
მადრიდის რეალმა პორტუგალიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ იმ დროისთვის რეკორდული 94 მილიონი ევრო გადაიხადა. 2010-იანები - აქ ყველაფერი ბანალურადაა: ნეიმარ ჟუნიორი, ბარსელონადან - პარის სენ-ჟერმენში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ. დიახ, ის დღემდე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.
ბრაზილიელ თავდამსხმელზე მეტი ჯერჯერობით არც 2020-იანებში გადაუხდიათ, ყველაზე ძვირადღირებული ამ მომენტისთვის არის ფლორიან ვირცი, რომელიც ლივერპულმა ლევერკუზენის ბაიერიდან ცოტა ხნის წინ, 125 მილიონ ევროდ გაიფორმა.
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები დეკადების მიხედვით
| ფეხბურთელი | ტრანსფერი | თანხა | ეპოქა |
| პაოლო როსი | იუვენტუსიდან - ვიჩენცაში | 2.6 მილიონი ევრო | 70-იანები (01.07.1978) |
| რუდ გულიტი | პსვ-დან - მილანში | 6.7 მილიონი ევრო | 80-იანები (01.07.1987) |
| კრისტიან ვიერი | ლაციოდან - ინტერში | 46.4 მილიონი ევრო | 90-იანები (01.07.1999) |
| კრიშტიანუ რონალდუ | მან იუნაიტედიდან - რეალში | 94 მილიონი ევრო | 2000-იანები (06.07.2009) |
| ნეიმარ ჟუნიორი | ბარსელონადან - პსჟ-ში | 222 მილიონი ევრო | 2010-იანები (03.08.2017) |
| ფლორიან ვირცი | ლევერკუზენიდან - ლივერპულში | 125 მილიონი ევრო | 2020-იანები (01.07.2025) |









