მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეულში 2023 წლიდან პირველად ახალი წევრი გაჩნდება. საუბარია ფლორიან ვირცის შესახებ, რომლის ლევერკუზენიდან ტრანსფერი ლივერპულს 137 მილიონი ევრო უჯდება. ეს იქნება რიგით მე-3 ყველაზე ძვირადღირებული გარიგება ფეხბურთის ისტორიაში.
გერმანელ გამთამაშებელზე ძვირადღირებულები არიან მხოლოდ პარის სენ-ჟერმენის ყოფილი თავდამსხმელები - ნეიმარ ჟუნიორი (222 მილიონი) და კილიან მბაპე (180 მილიონი). საინტერესოა ისიც, მერსისაიდელთა ფლეიმეიქერის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, 10-ეულიდან ამოვარდება კრიშტიანუ რონალდუ, რომლის სანაცვლოდ იუვენტუსმა რეალს 117 მილიონი გადაუხადა.
10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში
| ფეხბურთელი | ტრანსფერი | თანხა |
| ნეიმარ ჟუნიორი | ბარსელონადან - პსჟ-ში | 222 მილიონი ევრო |
| კილიან მბაპე | მონაკოდან - პსჟ-ში | 180 მილიონი ევრო |
| ფლორიან ვირცი | ლევერკუზენიდან - ლივერპულში | 137 მილიონი ევრო |
| ფილიპე კოუტინიო | ლივერპულიდან - ბარსელონაში | 135 მილიონი ევრო |
| უსმან დემბელე | დორტმუნდიდან - ბარსელონაში | 135 მილიონი ევრო |
| ჟოაო ფელიქსი | ბენფიკადან - ატლეტიკოში | 127.20 მილიონი ევრო |
| ენცო ფერნანდესი | ბენფიკადან - ჩელსიში | 121 მილიონი ევრო |
| ედენ აზარი | ჩელსიდან - რეალში | 120.80 მილიონი ევრო |
| ანტუან გრიზმანი | ატლეტიკოდან - ბარსელონაში | 120 მილიონი ევრო |
| ჯეკ გრილიში | ასტონ ვილადან - მან სიტიში | 117.50 მილიონი ევრო |









