ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში ბარსელონა ლონდონის ჩელსისთან სტუმრად 0:3 განადგურდა. გუშინდელი მატჩი იყო პირველი შემთხვევა, როცა ჰანსი ფლიკის გუნდმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე შეხვედრა გატანილი ბურთის გარეშე დაასრულა. საუბარია როგორც კატალონიურ კლუბზე, ისე მიუნხენის ბაიერნზეც, რომელსაც გერმანელი წარსულში თავკაცობდა.
"არისტოკრატებთან" მატჩამდე, "ბლაუგრანას" ამჟამინდელი მწვრთნელის სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე იყო ასეთი - 36 მატჩი, 27 გამარჯვება, 4 ფრე და 5 წაგება. როგორც აღვნიშნეთ, 60 წლის დამრიგებლის გუნდები მინიმუმ 1 ბურთს იტანდნენ ყოველ შეხვედრაში და ამის გარდა, ბრიჯზე გამართულ თამაშამდე მას 3-ბურთიანი სხვაობით ლიგაზე არასდროს წაუგია.
ფლიკის ყველაზე მძიმე მარცხად ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ითვლებოდა შარშანდელი სეზონის 1:3 დორტმუნდის ბორუსიასთან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კამპ ნოუს ბინადრებს პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდათ 4:0, აღნიშნული წაგება არც ისე საგანგაშოა. ის, რაც მოხდა ენცო მარესკას გუნდთან, განგაშის საბაბს ნამდვილად იწვევს.









