პარის სენ-ჟერმენის ლეგენდარულმა შემტევმა, საფეტ სუშიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ქართველი ვინგერი პსჟ-სთვის არის ძალიან კარგი შენაძენი და ბოსნიელი ფლეიმეიქერი მისი პროგრესით კმაყოფილია.
"კვარაცხელიას ადაპტაცია ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს. ის არის ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური, სწრაფი და კრეატიული ვინგერი. რა მომწონს ხვიჩაში ყველაზე მეტად? ეგოისტი რომ არ არის. როდესაც საჭიროა, ის ყოველთვის აკეთებს პასს, არასდროს ყოყმანობს ან აგვიანებს.
გოლების ნაკლებობა? პარის სენ-ჟერმენს ამისთვის სხვა ფეხბურთელებიც ჰყავს. ნუ მოვთხოვთ ქართველ გარემარბს სეზონში 30 გოლის შეგდებას. პსჟ-ს ვინგერი სხვა კომპონენტებში არის გამორჩეული და განსაკუთრებული."
შეგახსენებთ, რომ პარიზში გადასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შვიდიანმა ლიგა 1-ის ჩემპიონობის გაფორმება უკვე მოასწრო. უახლოეს პერიოდში 24 წლის ვინგერს ელის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი ლონდონის არსენალთან და საფრანგეთის თასის ფინალი რეიმსთან.









