რომის ლაციოს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, იგლი ტარემ იტალიურ კლუბში თავისი მოღვაწეობა გაიხსენა. სელექციონერმა აღნიშნა, რომ თავის დროზე "არწივებში" მას სურდა ედი კავანისა და ხვიჩა კვარაცხელიას მოყვანა, მაგრამ მის კლუბს ორივე ტრანსფერი ჩაეშალა. როგორც შემდგომ დავინახეთ, ორივე შემტევი ნაპოლიში გადავიდა.
სხვათაშორის, რომაული გუნდის ნაცვლად, "პარტენოპეიმ" იხეირა კვარაცხელიას ტრანსფერითაც. მისი გადმოსვლაც სჩანდა მოგვარებული, იყო ძალიან რეალური შესაძლებლობა, მაგრამ, ვერ გეტყვით იმას, თუ რატომ არ გადმოვიდა ხვიჩა "არწივებში", - განაცხადა ალბანელმა სელექციონერმა.











