პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგა არის ჩემპიონატი, სადაც ბრძოლა, ხშირ შემთხვევაში, უკანასკნელი ტურის ბოლო წუთამდე მიმდინარეობს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც საჩემპიონო ინტრიგა ნაადრევადაც ქრებოდა. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ლივერპულს, რომელმაც 2019/20 წლების სეზონში ჩემპიონობა 7 ტურით ადრე გაიფორმა.
ამ გამარჯვებას როგორც ყველაზე ადრინდელ, ისე დაგვიანებულ გამარჯვებასაც უწოდებენ. რატომ ადრინდელს, უკვე გავერკვიეთ და რაც შეეხება დაგვიანებულს, მერსისაიდელებმა ტიტული გაიფორმეს არა გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, არამედ ზაფხულში, 25 ივნისს. ამის მიზეზი არის კორონავირუსი, რომლის გამოც 2020 წლის გაზაფხულზე სპორტი დროებით შეჩერდა.

მოგვიანებით, ყველაფერი განახლდა, თუმცა ერთი კორექტივით - გულშემატკივრებს ეკრძალებოდათ სტადიონზე დასწრება, რის გამოც "წითლების" ნანატრმა ჩემპიონობამ არასტანდარტულ ვითარებაში ჩაიარა. ენფილდელებმა გააბათილეს მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედისა და ევერტონის რეკორდი, რომლებიც ჩემპიონები სხვადასხვა დროს 5 ტურით ადრე გახდნენ.
ინგლისის ლიგაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგები ასეთია:
ლივერპული - 7 ტურით ადრე (2019/2020)
მანჩესტერ სიტი - 5 ტურით ადრე (2017/2018)
მანჩესტერ იუნაიტედი - 5 ტურით ადრე (2000/2001)
ევერტონი - 5 ტურით ადრე (1984/1985)
მანჩესტერ იუნაიტედი - 5 ტურით ადრე (1907/1908)
ლივერპული - 7 ტურით ადრე (2019/2020)
მანჩესტერ სიტი - 5 ტურით ადრე (2017/2018)
მანჩესტერ იუნაიტედი - 5 ტურით ადრე (2000/2001)
ევერტონი - 5 ტურით ადრე (1984/1985)
მანჩესტერ იუნაიტედი - 5 ტურით ადრე (1907/1908)

ლა ლიგა
ლა ლიგის ნაადრევ ჩემპიონობებში გვხვდება ერთგვარი ელ კლასიკო, რადგან ხუთი საუკეთესო შედეგი მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის არის გადანაწილებული. არ გვაქვს ერთპიროვნული პირველი პოზიცია, რადგან საუკეთესო შედეგი, რომელიც გულისხმობს ნაადრევ ჩემპიონობას 5 ტურით ადრე, პრიმერას ისტორიაში 4-ჯერ არის დაფიქსირებული.
"სამეფო კლუბმა" ამ შედეგს სამჯერ მიაღწია - 1961, 1963 და 1975 წლებში. რაც შეეხებათ კატალონიელებს, მათი საუკეთესო მაჩვენებელი 1974 წლით თარიღდება. როგორც ვხედავთ, 1974-1975 წლები რეკორდებით იყო დატვირთული. თანამედროვე ეპოქიდან კი გვხვდება 2013 წელს "ბლაუგრანას" 4 ტურით ადრე გაფორმებული ჩემპიონობა.
მადრიდის რეალი - 5 ტურით ადრე (1974/1975)
ბარსელონა - 5 ტურით ადრე (1973/1974)
მადრიდის რეალი - 5 ტურით ადრე (1962/1963)
მადრიდის რეალი - 5 ტურით ადრე (1960/1961)
ბარსელონა - 4 ტურით ადრე (2012/2013)

სერია ა
სერია ა-ში საუკეთესო შედეგი დაფიქსირებული აქვთ ტურინის იუვენტუსს, მილანის ინტერსა და ნაპოლის, რომლებიც ჩემპიონები 5 ტურით ადრე გახდნენ. დავიწყოთ "ნერაძურით", რომელიც 2000-იანი წლების მეორე ნახევარში კალჩოში უბრალოდ უკონკურენტო იყო. ამ გუნდის ანგარიშზეა ზედიზედ 5 სკუდეტო, ყველაზე ნაადრევი კი 2007 წელს.
"ბებერმა ქალბატონმა" "შავ-ლურჯების" მიღწევა 2019 წელს გაიმეორა. ეს ფაქტი ცოტა უჩვეულოა იმის გათვალისწინებით, რომ ამ გუნდის ანგარიშზეა თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი ჩემპიონობა (36:19) და ასევე იმის გამო, რომ "ბიანკონერი" გასულ დეკადაში, ფაქტობრივად, უკონკურენტო იყო, მაგრამ რეკორდის დამყარება და არა გამეორება, მაინც ვერ მოხერხდა.

ბოლოს კი ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო - "პარტენოპეი", რომელიც ამ შანსს 33 წელი ელოდა, 1990 წლის შემდეგ. ნანატრი ჩემპიონობა გაიფორმეს გასულ სეზონში და თანაც ნაადრევი ჩემპიონობის რეკორდის გამეორებით. "აძურის" ზღაპრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც კალჩოში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ნაპოლი - 5 ტურით ადრე (2022/2023)
ტურინის იუვენტუსი - 5 ტურით ადრე (2018/2019)
მილანის ინტერი - 5 ტურით ადრე (2006/2007)
ტურინის იუვენტუსი - 4 ტურით ადრე (2014/2015)
ტურინის იუვენტუსი - 4 ტურით ადრე (2013/2014)
მილანი - 4 ტურით ადრე (1967/1968)
მილანი - 4 ტურით ადრე (1967/1968)
ბუნდესლიგა
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის ჩემპიონობა მიმდინარე სეზონში "ფარმაცევტებმა" გაიფორმეს, ეს ტურნირი მაინც მიუნხენის ბაიერნის ძალაუფლების არეალად რჩება. დიახ, "შავ-წითლები" გაჩემპიონდნენ 5 ტურით ადრე, მაგრამ "რეკორდმაისტერმა" ეს სხვადასხვა დროს 6 და 7 ტურით ადრეც კი მოახერხა.
ბავარიული გუნდის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 2014 წელს, ხოსეპ გვარდიოლას მოღვაწეობის პერიოდში. მან გააბათილა თავისი წინამორბედის, იუპ ჰაინკესის მიღწევა, რომელმაც ერთი წლით ადრე, ვერცხლის სინი თავის გუნდს 6 ტურით ადრე მოაგებინა. ამასთან ერთად, მან ხელი გამოკრა ტრიპლეტსაც, რაც იგივე ესპანელმა ტაქტიკოსმა ალიანც არენაზე ვერ შეძლო.
მიუნხენის ბაიერნი - 7 ტურით ადრე (2013/2014)
მიუნხენის ბაიერნი - 6 ტურით ადრე (2012/2013)
ლევერკუზენის ბაიერი - 5 ტურით ადრე (2023/2024)
მიუნხენის ბაიერნი - 4 ტურით ადრე (2002/2003)
მიუნხენის ბაიერნი - 4 ტურით ადრე (1972/1973)

ლიგა 1
თავდაპირველად, ლიგა 1-ის ნაადრევი ჩემპიონობების ისტორიას სენტ-ეტიენი წერდა, შემდეგ ლიონის ოლიმპიკი, გასული დეკადიდან მოყოლებული კი პარის სენ-ჟერმენმა სრული მონოპოლია დაიმკვიდრა. განსაკუთრებით გამოსარჩევია 2015/16 წლების სეზონი, როდესაც ეს გუნდი საფრანგეთის პირველობის ჩემპიონი, არც მეტი არც ნაკლები, 8 ტურით ადრე გახდა.
პარის სენ-ჟერმენი - 8 ტურით ადრე (2015/2016)
პარის სენ-ჟერმენი - 6 ტურით ადრე (2018/2019)
ლიონი - 6 ტურით ადრე (2006/2007)
პარის სენ-ჟერმენი - 5 ტურით ადრე (2021/2022)
სენტ-ეტიენი - 4 ტურით ადრე (1969/1970)
პარის სენ-ჟერმენი - 5 ტურით ადრე (2021/2022)
სენტ-ეტიენი - 4 ტურით ადრე (1969/1970)












