ლივერპულის ყოფილმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა მოჰამედ სალაჰის მომავალზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ეგვიპტელი ფორვარდისთვის იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება იქნება. გერმანელმა ექს-შუახაზელმა ისიც აღნიშნა, რომ ინგლისური და ესპანური კლუბები მერსისაიდელთა შემტევს არ გაიფორმებენ.
"სალაჰი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ლივერპულის სასტარტოში ის ხშირად ვეღარ მოხვდება. წასვლა? საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხულია, რადგან მოს აზიაში წასვლაზე რომ ეფიქრა, იქ შარშან გადავიდოდა. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება იქნება.
სერია ა-ს გუნდები ცნობილები არიან გამოცდილი ფეხბურთელების დამატებითა და მათი კარიერის რეანიმირებით. მაგალითისთვის ინტერს მოვიყვანდი. ინგლისური და ესპანური კლუბები ეგვიპტელ ფორვარდს არ გაიფორმებენ, არც ბაიერნი. "









