2025 წლის ზაფხულის ტესტების პირველ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა და 5-34 დამარცხდა.
შეხვედრა ირლანდიის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და სტუმრებმა საწყის წუთებში ორი გარდასახული ლელო დადეს — დუბლი ო'ბრაიანმა გაიფორმა, ხოლო გარდასახვები ზუსტად პრენდერგასტმა შეასრულა. ტაიმის მიწურულს, ჯალაღონიამ დაალელოვა მეტოქე და ირლანდიამ 14-5 იმარჯვა.
მეორე ნახევარიც პირველის მსგავსი სცენარით დაიწყო და პირველივე წუთზე კეისიმ გაიტანა ლელო, რასაც კვლავ პრენდერგასტის გარდასახვა მოჰყვა. სტუმართა ათიანმა გარდასახვებს ორი ჯარიმაც მიამატა და უპირატესობა საგრძნობლად გაზარდა. მატჩის მიწურულს, ტიმონიმ გამოიჩინა თავი, გარდასახვაზე პრენდერგასტი ისევ უშეცდომო იყო და საბოლოო ანგარიში, 5-34 დაფიქსირდა.
ზაფხულის ტესტების მომდევნო მატჩს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 12 ივლისს, სამხრეთ აფრიკულ ჩიტასთან გამართავს, 19 ივლისს კი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს ესტუმრება.









