საქართველოს ეროვნული ნაკრების და სამხრეთ აფრიკული ფრენჩაიზის დაპირისპირება 12 ივლისს, ბლუმფონტეინში, ტოიოტა სთედიუმზე გაიმართება, რომელიც 42 ათას გულშემატკივარს იტევს.
ჩიტასი სამხრეთ აფრიკაში შორეულ, 1895 წელს დაარსდა და ადგილობრივი ჩემპიონატი, ქარი ქაფი 7-ჯერ აქვს მოგებული. გუნდი 2006-17 წლებში სუპერ რაგბიშიც ასპარეზობდა, ხოლო 2022 წლიდან ჩელენჯ თასზე თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტებს საქართველოს ნაკრები 5 ივლისს, ირლანდიასთან დაპირისპირებით დაიწყებს, რომელიც თბილისში ჩატარდება. 12 და 19 ივლისს კი ბორჯღალოსნები აფრიკული ტურნეს ფარგლებში ჯერ ჩიტასს, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს შეერკინებიან.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









