ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს გრან პრიზე ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს. ლუკა მაისურაძემ (-90) ფინალში იასპარეზა, ქართველი ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდა და საბოლოოდ, ვეცხლის მედლის მფობელი გახდა.
საბა ინანეიშვილმა (+100) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბამ გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჯამალ გამზათხანოვი დაამარცხა.









