იტალიის სერია ა-ს 2025/26 წლების სეზონის მეორე ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, ნაპოლიმ კალიარი მიიღო და მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მე-5 წუთზე გავიდა — თავი ზამბო ანგისამ გამოიჩინა და გუნდს სამი ქულა მოუპოვა.
ნაპოლი 1-0 კალიარი
გოლები: 1-0 ანგისა (90+5')
სკუდეტოს მოქმედი მფლობელები სანაკრებო პაუზაზე უდანაკარგოდ გადიან, 6 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის თანალიდერები არიან. კალიარი კი 1 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.
ანტონიო კონტეს გუნდი სერია ა-ს მომდევნო, მესამე ტურში ფიორენტინას ესტუმრება, ხოლო კალიარი საკუთარ კედლებში პარმას უმასპინძლებს — ორივე შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.









