იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე დღეს საქართველოდან ფიგურულ ციგურაობაში, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა რიტმულ ცეკვაში 77.15 ქულა დააგროვეს, მე-13 პოზიცია დაიკავეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
დევისისა და სმოლკინის წყვილი თავისუფალი პროგრამით 11 თებერვალს იასპარეზებს.
10 თებერვალს კი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებიდან, მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე წარდგება.
შეგახსენებთ, ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.









