იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრებაში ფინალში ასპარეზობას განგრძობს.
დღეს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა თავისუფალი პროგრამით იასპარეზა, 139,70 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილი დაიკავა და საქართველოს გუნდური 9 მოუტანა.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები 41 ქულით, მე-4 ადგილზეა.
დღესვე ფინალში თავისუფალი პროგრამით წარდგებიან ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა.









