მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა წარადგინა.
ანასტასიამ 71,77 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა.
გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 19 თებერვალს იასპარეზებს.
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა.









