იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 118.87 ქულა დააგროვა, რაც მე-11 ადგილი იყო, რიტმულ ცეკვაში 77,15, - ორი პროგრამის ჯამში კი 196.02 ქულა. აღნიშნული შედეგით, საქართველოს ნაკრების წევრებმა მე-13 ადგილი დაიკავეს, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.
ჩემპიონი საფრანგეთის წარმომადგენლები ლორანს ბოდრი-ფურნიეს და გიომ სიზერონის წყვილი გახდა, ვერცხლის მედლები დაიმსახურეს ამერიკელების, მედისონ ჩოკის და ევან ბეიტსის წყვილმა, ხოლო ბრინჯაო პიპერ ჟილესის და პოლ პორიეს კანადურ წყვილს ერგო.
13 თებერვალს თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს.









