ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე დავიდ კარაპეტიანი იპონით დაამარცხა და აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
დვალაშვილმა ფინალამდე 3 მეტოქეს სძლია. ჯერ ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ეგორ სუხოპაროვს მოუგო, შემდეგ ჩინელ ჩა ხინგლონგი დაამარცხა, მეოთხედფინალში ყაზახ ჟუბანაზარ აბილახართან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც იტალიელ მადალონი ნოსა ბრიგთან გამარჯვებით ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ ბრძოლაში გადავიდა.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იჭიდავა მიხეილ ბახბახაშვილმაც (-73 კგ), თუმცა ის ყაზახ იესეტთან დამარცხდა და მედლის მოპოვება ვერ შეძლო.
ხვალ, ასტანის გრანდ სლემზე საქართველოდან 4 ძიუდოისტი იასპარეზებს, აკაკი ჯაფარიძე (-90კგ.), სოსო ებილაშვილი (-90კგ.), საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.).
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია









