პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ითამაშა მწვრთნელის გარეშე დარჩენილმა მანჩესტერ იუნაიტედმაც, რომელიც გასვლაზე ბარნლის დაუპირისპირდა. იმის მიუხედავად, რომ მეტოქე საკმაოდ სუსტი იყო, "წითელმა ეშმაკებმა" გამარჯვება მაინც ვერ მოახერხეს და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგეს.
მანჩესტერ იუნაიტედი ზედიზედ 3 ტურია, რაც ვერ იგებს, რის გამოც სატურნირო ცხრილში სიტუაცია გაიუარესა. ოლდ ტრაფორდის ბინადრები 32 ქულით, მე-6 პოზიციაზე არიან.
ბარნლი 2-2 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 ეიდენ ჰევენი (ს.კ.) 13', 1-1 ბენიამინ შეშკო 50', 1-2 ბენიამინ შეშკო 60', 2-2 ჯეიდონ ენტონი 66'.









