პრემიერ ლიგის 22-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლივერპულისა და ბარნლის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ არნე სლოტის გუნდის მეტოქე საკმაოდ სუსტი იყო, მერსისაიდელებმა სკოტ პარკერის ბიჭებს პრობლემები დიდად ვერ შეუქმნეს და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგეს.
ლივერპულს ძალიან მძიმე პერიოდი უდგას, რადგან არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგაში უკვე 4 მატჩია, რაც ვერ იგებს.
ლივერპული 1-1 ბარნლი
გოლები: 1-0 ფლორიან ვირცი 42', 1-1 მარკუს ედვარდსი 65'.
მატჩის მიმოხილვა
სხვა მატჩები:
ჩელსი 2-0 ბრენფორდი
ლიდს იუნაიტედი 1-0 ფულემი
სანდერლენდი 2-1 კრისტალ პალასი
ტოტენჰემი 1-2 ვესტ ჰემი









