უკვე ზედიზედ ოთხი მატჩია, რაც გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება. ახალგაზრდა თავდამსხმელმა ამ მომენტისთვის ბოლო ბურთი გაიტანა 29 ოქტომბერს, კოპა დელ რეიზე, სიუდად ლუსენას წინააღმდეგ, მისი უკანასკნელი გამოჩენა ძირითადში კი იყო 5 ნოემბერს, პაფოსთან ევროთასებზე.
ქართველმა თავდამსხმელმა აღნიშნულ მატჩში მიიღო ტრავმა, რის გამოც გამოტოვა სანაკრებო შეკრება და ესპანიოლთან დაპირისპირება. "ყვითლების" ფორვარდი დიდი ხანია მწყობრშია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, უკვე 4 შეხვედრაა, რაც ის სათადარიგოთა სკამზე რჩება.
"სუბმარინას" ცხრიანი სასტარტოს მიღმა ბორუსია დორტმუნდთან, რეალ სოსიედადთან, რეალ მალიორკასა და ანტონიანოსთან მატჩებში დარჩა. ვესტფალიელებთან შეხვედრაში 25 წლის ფორვარდი არც კი შემოსულა. მარსელინო ტორალი უპირატესობას ანიჭებს ხერარდ მორენოსა და აიოსე პერესის შემტევ დუეტს, მიქაუტაძე კი ამ მომენტისთვის მათი დუბლიორია.









