მატჩის შემდეგ, ერთადერთი გოლის ავტორმა რევაზ ინჯგიამ და გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.
დირკ შუსტერი (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი): "ზედიზედ 4 თამაშია ვაგებთ, მაგრამ თუ თამაშს დააკვირდებით, დღევანდელ მატჩშიც ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მეტოქეს ვაჯობეთ და მინიმუმ ქულას მაინც ვიმსახურებდით. ცუდია, რომ ვაგებთ, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ, რომ შედეგები გამოსწორდეს."
რევაზ ინჯგია (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "ვულოცავ მთლიანად ბათუმს ამ გამარჯვებას. ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ტორპედოა, მოგება სასიამოვნოა. მწვრთნელმა რა დავალებაც მოგვცა, ზედმიწევნით შევასრულეთ და შედეგიც სახეზეა. ჩემი გოლიც მშვენიერი გამოვიდა."
გიორგი ჭიაბრიშვილი (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "დღეს არ იყო მაღალი ხარისხის თამაში, მაგრამ ჩვენ თავს გადავახტით და მოვიგეთ. გუნდში ბევრი ტრავმიანობაა, თუმცა ბათუმს ის პლიუსი აქვს, რომ გულშემატკივრის ხმები გაიძულებს, თამაში მოიგო, რაც დღეს მოხდა. ბევრ რაღაცაში გაგვიმართლა, მაგრამ გამარჯვება არალოგიკური არ არის."










