პრემიერ ლიგის 36-ე ტურში არსენალმა საკუთარ კედლებში ბორნმუთს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოიპოვა. არტეტას გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა - თავი ჯერ ბუკაიო საკამ გამოიჩინა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა, მეორე ტაიმში ტროსარმა ორ ბურთამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა. მატჩის 97-ე წუთზე კი დეკლან რაისმა შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა, 3:0.
ამ გამარჯვებით არსენალმა 83 ქულა მოაგროვა და მანჩესტერ სიტის 4 ქულით გაექცა. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გვარდიოლას გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაბამისად, თუ "ქალაქელებმა" ორივე შეხვედრაში შეძლეს გამარჯვება, პირველ ადგილზე გადავლენ.