სერია ა-ს მე-17 ტურში ტურინის იუვენტუსი ესტუმრა პიზას, რომელიც 2:0 დაამარცხა. ანგარიში გაიხსნა არტურო კალაბრეზის ავტოგოლით, შეხვედრის მიწურულს კი "ბიანკონერის" მხრიდან მე-2 ბურთი ქენან ილდიზმა გაიტანა. ამ მოგებით დღევანდელი თამაშის სტუმრები აგროვებენ 32 ქულას, შედიან 3-ეულში და მილანს უთანაბრდებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც "როსონერის", ისე ინტერსა და ნაპოლის ლუჩანო სპალეტის გუნდზე ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. დღევანდელი მოგება ალიანს სთეიდიუმის ბინადრებისთვის იყო ზედიზედ მე-4, რომას, ბოლონიასა და პაფოსის დამარცხების შემდეგ.
პიზა 0:2 იუვენტუსი
გოლები: 0:1 არტურო კალაბრეზი 73' (ა/გ), 0:2 ქენან ილდიზი 90+2.









