ტოტენჰემმა მატჩი საოცრად დაიწყო, რასაც მე-20 წუთისთვის ჯეიმს მედისონის ორი გატანილი გოლი მოჰყვა. "მამლებმა" მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს — თავი ჯერ პედრო პორომ გამოიჩინა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიში ბრენან ჯონსონმა დააფიქსირა. პეპ გუარდიოლას გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა გულიელმო ვიკარიომ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ტოტენჰემმა ამ გამარჯვების შემდეგ 19 ქულა მოაგროვა და მე-6 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, "ქალაქელები" 23 ქულით, მეორე პოზიციაზე დარჩნენ.











