საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ზედიზედ მეათედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ნახევარფინალში ქართველებმა მასპინძელ ჩეხეთს 26:7 მოუგეს.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდეს, ტაბატაძემ, წიკლაურმა, ჭაკუამ და უშვერიძემ შეძლეს ლელოს გატანა, არობელიძემ ორი, ჭაკუამ კი ერთი გარდასახვა შეასრულა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანელებმა ნიდერლანდების ნაკრები 52- 0 მოუგეს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ფინალში 22 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მეშვიდედ შეეცდებიან.
საქართველო - ჩეხეთი 26:7 (14:7)
საქართველო
ხაზი:15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება:1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი არძენაძე (ფოთი), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. ლუკა შულაია (ლელო).
მარქაფა:16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).
მთავარი მწვრთნელი:ზურაბ ამონაშვილი
4 ლელო:ტაბატაძე, წიკლაური, ჭაკუა, უშვერიძე
3 გარდასახვა:არობელიძე (2), ჭაკუა
2 სინბინი:წიკლაური, ჩხორთოლია









