2024 წლის პირველი დიდი სლემი, ავსტრალიის ღია პირველობა არინა საბალენკას გამარჯვებით დასრულდა.
ფინალურ დაპირისპირებაში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე 25 წლის ბელარუსმა ჩოგბურთელმა ჩინელი ქინვენ ჟენგი 2 სეტში (6-3, 6-2) დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობაზე ტიტული დაიცვა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება - ფინალში ერთმანეთს იანიკ სინერი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ზედიზედ მეორედ - არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია









