ბოლო ტურში, ირლანდიამ დუბლინში შოტლანდიას უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 17:13 დაამარცხა. მასპინძლებმა 2 გარდასახული ლელო დადეს და 1 ჯარიმა გაიფორმეს, რასაც სტუმრებმა 1 გარდასახული ლელოთი და 2 ჯარიმით უპასუხეს.
ტურნირი კი ოფიციალურად ხვალ, პარიზში დასრულდება, სადაც საფრანგეთი ინგლისს მიიღებს და გამარჯვებული მეორე ადგილს დაიკავებს.
სატურნირო ცხრილი:
1) ირლანდია - 20 ქულა;
2) შოტლანდია - 12 ქულა;
3) ინგლისი - 12 ქულა;
4) საფრანგეთი - 11 ქულა;
5) იტალია - 11 ქულა;
6) უელსი - 4 ქულა;











