ზედიზედ მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაშისაქართველოს ძიუდოს 23 წლამდელთა ნაკრებმა.
მოლდოვაში გამართულ ევრპის U23 ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხეს.
ორქოს მედლისთვის ბრძოლაში, 3:3 შემდეგ, კენჭისყრის შემდეგ, გადამწყვეტი შეხვედრა გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.) ჩაატარა, მეტოქე იპონით დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მოუტანა.
ფინალურ შეხვედრამდე, ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში რუმინეთის გუნდი 4:2 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი თურქეთის ნაკრებს ანგარიშით 4:1 მოუგეს.
საქართველოს ძიუდოს U23ნაკრებმა ევროპის ჩემპოოიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (-57 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.), ნინო წიკლაური (-70 კგ.), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.), ლიზი ქვარცხაცა (+70 კგ.) და შალვა გურეშიძე (+90 კგ.).
საქართველოს U23ძიუდოს ნაკრებისტვის ეს უკვე მეხუთე მედალია მეხუთე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში. 2021 წელს ჩვენმა გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა, 2022 და 2023 წელს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 2024 და 2025 წელს კი პირველობა არავის დაუთმო.
ამავე ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ჩემპიონობა გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ.) იზეიმა,ვერცხლის პრიზიორი მათე ბერუაშვილი (-73კგ.) და მათე გოგობერიშვილი (-60კგ.) გახდნენ,ბრინჯაოს მედლები ნინო ლოლაძემ(-57 კგ.), კოტე კაპანაძემ (-81 კგ.) და შალვა გურეშიძემ (+90 კგ.) მოიპოვეს.









