გასულ წელს ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის და უნგრეთის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტატო ისტორიაში პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
IJF-ის რეიტინგში ტატო გრიგალაშვილს 7515 ქულა აქვს და 81 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე იმყოფება.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF)









