საქართველოს ნაკრების ორი უკანასკნელი მატჩი - 1:4 თურქეთთან და 0:4 ესპანეთთან. ეროვნული გუნდის ისტორიაში მოხდა მესამედ, როდესაც "ჯვაროსნებმა" ზედიზედ ორი შეხვედრა მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით წააგეს. პირველად მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 2002 წლის აგვისტო-სექტემბრის შუალედში.
ჩვენი ნაკრები ამხანაგურ მატჩში დამარცხდა ბოსფორელებთან (0:3), შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიასთან (1:4). მეორედ მსგავსი ფაქტი განმეორდა უახლოეს წარსულში, 2021 წლის სექტემბერში: ვილი სანიოლის გუნდი ჯერ 0:4 განადგურდა "ლა როხასთან" მუნდიალის შესარჩევზე, 3 დღის შემდეგ კი ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთთან, (1:4).
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ორ მატჩში, რომელიც გაიმართა 2002 წელს, პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველო მინიმალური ანგარიშით აგებდა. დანარჩენ 4 შეხვედრაში კი "ჯვაროსნების" მეტოქეების უპირატესობა პირველივე ნახევარში თვალსაჩინო იყო.
ზედიზედ ორი მარცხი მინიმუმ 3-ბურთიანი სხვაობით
| თურქეთი 3:0 საქართველო | ამხანაგური მატჩი | 21/08/2002 |
| შვეიცარია 4:1 საქართველო | ევრო 2004-ის შესარჩევი | 08/09/2002 |
| ესპანეთი 4:0 საქართველო | 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი | 05/09/2021 |
| ბულგარეთი 4:1 საქართველო | ამხანაგური მატჩი | 08/09/2021 |
| თურქეთი 4:1 საქართველო | 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი | 14/10/2025 |
| საქართველო 0:4 ესპანეთი | 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი | 15/11/2025 |









