სასიხარულოა, რომ კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო ემპოლის ახალგაზრდა მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და დამაჯერებლად ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ გოგლიჩიძის გუნდი უკვე ზედიზედ სამი მატჩია გოლს არ უშვებს, რაშიც ქართველს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
6 ტურის შემდეგ, ემპოლი დაუმარცხებელია და 10 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.









