"იდეალური საღამო? შემიძლია ვთქვა, რომ კი, იმის მიუხედავად, რომ ვერ მოვიგეთ და ამან ცოტათი ხასიათი გამიფუჭა. ჩემი პერფორმანსით კმაყოფილი ვარ, თუმცა მთავარია, რომ ასე გავაგრძელო. წნეხი? არანაირი ზეწოლა, რეალურად, მე არ ვახორციელებ ზეწოლას საკუთარ თავზე, მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
წინა კვირებში ჩემს შესახებ ბევრი ადამიანი საუბრობდა... მათ ჩემზე არაფერი იციან და რაც ხდება ფეხბურთის მიღმა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მე ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი გონება მხოლოდ ფეხბურთისკენ არის მიდრეკილი, უნდა გავაგრძელო მუშაობა, რათა კრიტიკოსების გაჩუმება კიდევ ბევრჯერ მოვახერხო."
7 ტურის შემდეგ, ლიონს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლილს ესტუმრება — შეხვედრა პირველ ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.












