ყველა ევროპული ტიტული, რისი მოგებაც შეიძლება - 29 წლის ნახევარმცველის ფაბიან რუისის ზღაპრული კარიერა გრძელდება. ამჯერად, პსჟ-სთან ერთად ის უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
ბოლო 2 წელიწადში რუისმა ყველა ევროპული ტიტული მოიგო. ევროპული იმიტომ, რომ 1 თვის წინ, ის ახლოს იყო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებასთანაც, თუმცა ფინალში ჩელსისთან დამარცხდა.
სანფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი 2-ჯერ, ერთა ლიგის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებთან ერთად, საფრანგეთის თასი 2-ჯერ, საფრანგეთის სუპერთასი 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი - ეს ყველაფერი რუისმა ბოლო 2 წელში მოიგო.
თან ისე, რომ გუნდის თუ ნაკრების წარმატებაში საკვანძო როლი ითამაშა. თუნდაც გუშინდელ მატჩში ის სათადარიგოთა სკამზე იყო, რაც პსჟ-ს თამასს აშკარად დაეტყო. პირველ ტაიმში მათ შეტევაში ბურთი ვერ ამოჰქონდათ. რუისის შემოსვლისთანავე კი პსჟ მოედანის ცენტრში სხვანაირად ათამაშდა, მომენტებიც შექმნა და გუნდმა 2 გოლიც გაიტანა.
ფაბიან რუისმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ბრწყინვალედ ითამაშა და 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა. რა თქმა უნდა, ის 2025 წლის ოქროს ბურთის საუკეთესო 30 ნომინანტს შორისაა წარმოდგენილი.









