"ჟირონასთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გახდა გასაგები, თუ რატომ გაიფორმა ლივერპულმა მამარდაშვილი ერთი წლით ადრე, 30 მილიონ ფუნტად. იმედია, გიორგი გოლკიპერის პოზიციაზე "წითლების" გრძელვადიან მომავალს უზრუნველყოფს. დღეს, მაღალი დონის კარის დარაჯები სატრანსფერო ბაზარზე ხელმისაწვდომები არ არიან.
მერსისაიდელებს ძალიან გაუმართლათ, რომ მათ განკარგულებაში ქართველი მეკარე იქნება. სლოტისთვის დიდი ფუფუნებაა ასეთი დონის კარის დარაჯის გუნდში ყოლა. შეიძლება ითქვას, რომ "სქაუზერები" წინასწარ გაძლიერდნენ", - წერს This Is Anfield-ი.











