სენტ-ეტიენის შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს. ახალგაზრდა ქართველ ვინგერს აღნიშნული ჯილდოს მიღებაში ეცილება 4 კონკურენტი: მარტინ ადელინი, ენცო ბარდელი, ტოუფიკ ბენტაიები და ჯოვანი ვერსინი.
გამარჯვებული სეზონის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ "მწვანეების" შემტევმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მოასწრო 28 შეხვედრის ჩატარება, რომელშიც გაიტანა 13 ბურთი და გააკეთა 4 ასისტი. გამოსარჩევია ისიც, რომ რონელები ამ მომენტისთვის არიან მე-3 პოზიციაზე, რითაც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გადმოსვლის შანსსაც ინარჩუნებენ.
25 წლის შემტევის გამარჯვების შემთხვევაში, ის შეუერთდება ჟერომ როთენს, იოან გუფრანს, სებასტიან რიბასს, ოლივიე ჟირუს, გიორგი მიქაუტაძესა და სხვა გამორჩეულ მოთამაშეებს, რომლებიც საფრანგეთის მე-2 დივიზიონში თავის დროზე საუკეთესოებად დაასახელეს.









