ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის ატლეტიკომ ბარსელონას ბარიერი გადალახა. ეს დაპირისპირება განსაკუთრებული გამოდგა დიეგო სიმეონესთვის, ვინც გახდა ერთადერთი სპეციალისტი, რომელმაც კატალონიელები ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეიოფიდან 3-ჯერ გამოაგდო.
აქამდე, ორ-ორი გამარჯვებით, არგენტინელი მწვრთნელი თანაბრად იყო ჟოზე მოურინიოსთან, ვინც "ბლაუგრანა" მილანის ინტერსა (2009/2010) და ლონდონის ჩელსიში (2004/2005) მუშაობის დროს გამოაგდო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პორტუგალიელი სპეციალისტმა ერთხელ კამპ ნოუს ბინადრებთან თავადაც წააგო (2005/2006).
"როხიბლანკოსის" მწვრთნელს კი ბარსელონას წინააღმდეგ აქვს უბრალოდ იდეალური შედეგი - სამი დაპირისპირება პლეიოფში, სამი გამარჯვება. სიმეონეს გუნდმა პირველად კატალონიელებს აჯობა 2013/14-ში, მოგვიანებით კი 2 წლის შემდეგ. მიმდინარე სეზონში, "ბლაუგრანას" ევროსეზონი კვლავ მეტროპოლიტანოზე დასრულდა.









